3.25.2012

IMDB ახლანდელი ლიდერები

 მსახიობები: 
10) ახლანდელი მონაცემებით მეათე ადგილი დაიკავა ჯორჯ ქლუნიმ, ის 2012 ში ითამაშებს ფილმში - ,,გრავიტაცია'' - მეტ კოვალსკის როლს 




9) მეცხრე ადგილს იკავებს ფილმ 
,, Notebook"' ის ვარსკვლავი რაიან გოსლინგი, მას უახლოეს მომავალში ვიხილავთ ფილმებში : ,,The Place Beyond the Pines'' და ,,The Gangster Squad'' 




8) ჩენინგ დატუმმა მერვე ადგილი დაიკავა, 2012 წელს ის ითამაშებს ფილმებში: ,,G.I. Joe: Retaliation'' სადაც ის კაპიტან დიუკ ჰაუზერის როლს შეასრულებს და ,,Magic Mike" ამ უკანასკნელში ის მაიკ მერტიკანოს ითამაშებს




7) მეშვიდე პოზიციას იკავებს 14 წლის ქლოი გრეის მორეტზი მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცა ,,Kick-Ass'' და ,,Hugo'' წელს მისი მონაწილეობით გამოდის შემდეგი ფილმები: ,,Dark shadows'' , ,,Movie 43" და ,,The Devil and the Deep Blue Sea''




6) მეექვსე ადგილზე ყველასათვის საყვარელი ჯონი დეპია შეჩერებული, 2012 ში ის მთავარ როლს შეასრულებს ფილმში,,Dark Shadows"




5) მეხუთე ადგილს დასჯერდა ლიამ ჰემსვორთი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში : ,,The Last Song'' და ,,The Hunger Games'' მალე ვიხილავთ კინოფილმებში : ,,AWOL'' და ,,Expendables 2''




4) ტეილორ კიტჩმა სულ ცოტახნის წინ დათმო პირველი პოზიცია და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, მან მონაწილეობა მიიღო ფილმში - ,,John Carter'' სადაც მან მთავარი როლი შეასრულა. მალე ვიხილავთ ფილმში - ,,Savages'






3) მესამე ადგილს ჯონ კარტეტის კიდევ ერთი ქასთის წევრი ლინ კოლინზი იკავებს,რომელმაც ასევე ითამაშა იქს ადამიანების 2009 წელს გადაღებულ ნაწილში ,,X-Men Origins: Wolverine'', მისი 2012 წლის გეგმები ცნობილი არაა




2) მეორე ადგილზეა 19 წლის ჯოშ ჰატჩერსონი რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ფილმით ,,The Hunger Games'' სადაც მან პიტა მელარკის როლი შეასრულა, 2012 ში მონაწილეობას მიიღებს ფილმებში : ,,Carmel'' და ,,Red Dawn'' 




1) პირველი ადგილი ერგო მომხიბლავ ჯენიფერ ლოურენსს, მან მთავარი კიტნის ევერდინის როლი შეასრულა ფილმში,,The Hunger Games'' 2012 ში ვიხილავთ : ,,Devil You Know''-ში ახალგაზრდა ზოუის როლზე, ,,House at the End of the Street'' ში ის ელისას როლს შეასრულებს და ,,The Silver Linings Playbook'' ტიფანის ითამაშებს.




ფილმები: 
10) ,,Extremely Loud & Incredibly Close'' ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ : ტომ ჰენკსი,სანდრა ბალოკი და ტომას ჰორნი. დირექტორი სტეპენ დელდრი

9) ,,Hugo'' დირექტორი: მარტინ სკორსეზე, მთავბარ როლებში: ასაბატერფილდი და ქლოი გრეის მორეტზი

8),,Game of Thrones'' კატეგორია : სერიალი, მთავარ როლებში : ლენა ჰიდი და ჯეკ გლესონი

7),,The Avengers'' როლებში: კრის ევანსი, სკარლეტ იოჰანსონი, რობერტ დაუნი უმცროსი, კრის ჰემსწორტი, გვინეტ პელტროუ და სხვები...

6),,Dark shadows'' დირექტორი: ტიმ ბარტონი, მტავარ როლებში: ჯონი დეპი და ჰელენა კარტერი

5),,The Walking Dead'' სერიალი, მთავარ როლებში : ენდრიუ ლინკოლნი, ჯონ ბერნტალნი და სარა უეინ კელიზი.

4) ,,Project X'' ფილმი 2 მარტს გამოდის კინოეკრანებზე, დირექტორი: ნიმა ნოურიზადეჰი

3) ,,21 Jump Street'' რეჟისორები: ფილ ლორდი და კრის მილერი. მთავარ როლებში : ჩენინგ ტატუმი და ჯონა ჰილი

2) ,,John Carter'' რეჟისორი: ენდრიუ სტენტონი. მთავარ როლებში : ტეილორ კიტჩი და ლინ კოლინზი

1) ,,The Hunger Games'' დირექტორი: გარი როსი , მთავარ როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰატჩერსონი და ლიამ ჰემსვორთი, ფიმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2012 წლის 23 მარტს საქართველოში ფილმი კინოთეატრებში 6 მარტს გამოდის. 

                                
wYaRo : anGel.ge

3.24.2012

ეროვნული ფილმოგრაფიის შესახებ


ქართული კინოხელოვნების ისტორია მე–20 საუკინის დამდეგიდან იწყება. „ლუმიერების სინემატოგრაფს“ ქართველი მაყურებელი ჯერ კიდევ 1896 წელს გაეცნო. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა და მისმა შვილმა ალექსანდრემ, ლუმირების სისტემის საპროექციო აპარატი შეისყიდეს და „ჯონ მორისის“ ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საგასტროლოდ გაემგზავრნენ.
1904 წელს ოდესელმა კომერსანტმა ქალმა სოფია ივანიცკაიამ თბილისში გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე გახსნა პირველი კინოსტაციონარი „ილუზიონი“, ერთი წლის შემდეგ კი მუშტაიდის ბაღში ახალი, იმ დროისთვის საკმაოდ დიდი საზაფხულო კინოთეატრი ააშენა.
1909 წელს სოფია ივანიცკაიას დახმარებით ალექსანდრე დიღმელოვმა ქრონიკის გადაღება დაიწყო, ფილმების ნეგატივებს ფირმა “პატე“ თავისი კინოჟურნალისთვის იძენდა.
1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, ფილმის ჩვენება ქუთაისში კინოდარბაზ „რადიუმში“ შედგა.
1916–1918 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით).
1921 წლის 11 აპრილს განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა კინოსექცია, რომელიც 1923–1938 წლებში სახელმწიფო კინომრეწველობად (სახკინმრეწვად) იწოდებოდა...
1924 წელს ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად აჩვენეს ქართული ფილმები: „არსენა ჯორჯიაშვილი“, (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1921 წელი), „სურამის ციხე“ (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1922 წელი), „მოძღვარი“ (რეჟ. ვლადიმერ ბარსკი, 1922 წელი).პირველი ქართული ხმოვანი ფილმი არის ლეო ესაკიას “შაქირი” (”როტე ფანე”).

არსებობის დღიდან ქართულ კინოში 1000–ზე მეტი მხატვრული ფილმია შექმნილი. მონაცემთა ბაზაზე თანდათანობით განთავსდება სრული ინფორმაცია საქართველოში შექმნილ ყველა მხატვრულ, დოკუმენტურ და მულტიპლიკაციურ ფილმზე. სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი ფილმების შემქმნელთა ბიოგრაფიები, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე და მოპოვებული პრიზები.

3.23.2012

იცოდით თუ არა რომ ...



  • პირველი საბჭოთა ხმოვანი ფილმი შეიქმნა 1931 წელს და მისი რეჟისორი გახლდათ ნიკოლაი ეკა - "ცხოვრების საგზური".
  • 1927 წლის 6 ოქტომბერს ნიუ იორკში კომპანია "Warner Brothers"-მა წარმოადგინა პირველი ხმოვანი ფილმი - "ჯაზის მომღერალი". ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ჯაზის მომღერალი ელ ჯონსონი. 
  • ესპერანტოს ენაზე გადაღებულია მხოლოდ ორი ფილმი: Incubus და Angoroj, ეს უკანასკნელი დღეისთვის დაკარგულია. ასევე ორი ფილმია ლათინურ ენაზე: დერეკ ჟერმანის" სებასტიანი" (1976წ) და მელ გიბსონის "ქრისტეს ვნებანი" (2004წ).. 
  • ყველაზე გრძელი ფილმი, რომელიც კინოდარბაზში გავიდა არის 1984 წელს გადაღებული ედგარ რეიცის ჰეიმა: მისი თერთმეტი ნაწილი 924 წუთი, ანუ 15 საათი და 24 წუთი გრძელდება... 
  • ჩარლი ჩაპლინმა 3 წელი მოანდომა "დიდი ქალაქის ჩირაღდნები" (სურათზე) გადაღებას. ამისთვის მას 534 სამუშაო დღე დასჭირდა. სცენა, სადაც ჩარლი ბრმა გოგონას ხვდება, გადაღებულ იქნა 324-ჯერ, რაც კინოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია...


    wYaro: www.wikipedia.org

3.22.2012

ზოგადად კინოხელოვნების შესახებ


კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურისთეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

wYaro: GooGle.ru